ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ყინწვისში ხანძრის დროს დაზარალებულ ხარებოვების 8 სულიან ოჯახს, სამომავლო დახმარების მიზნით, მიღებული თანხის უკან დაუბრებას სთავაზობს.
საუბარია 4 000 ლარზე, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარებულმა ოჯახმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღო და რომელსაც ოჯახი მიყენებული ზიანის შეუსაბამოდ თვლის.
აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე ქარელის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მარიამ ქელეხსაშვილმა დააყენა. მისი თქმით, ხარებიოვების ოჯახი ამ ეტაპზე მეზობლის სახლში ცხოვრობს.
როგორც ირკვევა, ოჯახი ამის შესახებ ქარელის მერს პირადადაც ესაუბრა.
“ამ ოჯახის ერთ-ერთ წევრს სოფლის კრებაზე, ყინწვისში შევხვდი, რა დროსაც მან მოითხივა, რომ მათთვის სახლი შეგვეძინა, რისი საშუალებაც ჩვენ ამ ეტაპზე არა გვაქვს. ამ ქალბატონს შევთავაზე, რომ დაებრუნებინა ის 4 000 ლარი უკან, რაც მერიამ ჩაურიცხა და შემდეგ მოგვეცემა საშუალება იმის ფიქრის, თუ როგორ მივეხმაროთ ამ ოჯახს”, – თქვა ქარელის მერმა.
ზაზა გულიაშვილის სიტყვებით, “ეხლა არ დაკონკრეტდება, როგორ მიეხმარება.”
“უფრო მათზე მორგებული შეთავაზება გვექნება, იმის მიხედვით, რასაც ითხოვენ” – განმარტა ქარელის მერმა.