გორში, სტალინის გამზირზე, პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობა” ოფისი დაუხურა.
ინფორმაცია ამის შესახებ “მოზაიკას” ფართის მეპატრონემ დაუდასტურა.
“ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ და აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. როგორც ვიცი ფინანსური პრობლემები აქვთ. მთხოვეს, რომ ავეჯი დროებით დავტოვო. უახლოეს პერიოდში პლაკატებს ჩამოვახსნევინებ და გავაქირავებ”, – გვითხრა მერაბ ხარებშვილმა.
აპირებენ თუ არა სხვა ფართში საქმიაონობის გაგრძელებას, ამის გარკვევის მიზნით, “მოზაიკამ” გორში პარტიის წარმომადგენელთან დაკავშირება სცადა, თუმცა ზურაბ ანიაშვილმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
ინფორმაციისთვის, “ალტინფოს” “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გორში, ქალაქის ცენტრში 1 წლის წინ გაიხსნა.
დატოვეთ კომენტარი