გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გოგიაშვილი ესტონეთში გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მარიამი მე -11 კლასშია და ესტონეთში “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით წავა. სასწავლო პროგრამის თემა გარემოს დაცვა იქნება.
ინფორმაციისთვის, ყოველწლიურად “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლის შესაძლებლობა ათასზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს ეძლევა. ამ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები სამაგისტრო სტიპენდიასაც იღებენ.
დატოვეთ კომენტარი