USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მოსწავლეებს ადგილობრივ ბიზნესკომპანიებში სტაჟირებას სთავაზობს, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“სტაჟირების დროს მოსწავლეები გაეცნობიან მასპინძელი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში დაეხმარებათ პროფესიის შერჩევასა და სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებაში”, – წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.
მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა შესაბამის ბმულზე შეუძლიათ: მოსწავლეთა სტაჟირების სააპლიკაციო ფორმა.
დატოვეთ კომენტარი