ბლოგები

რისი მიღწევა სურთ ჩვენი “აგენტებად” გამოცხადებით?

ავტორი: მარტა ბიბილაშვილი

პრობლემა არც „ჩვენი აგენტად  სახელდებაა“ და არც „ჩვენი შემოსავლების გამჭვირვალობა“.  არასამთავრობო სექტორში ყველა შემოსავალი და გასავალი გამჭვირვალეა, ყველაფერი დოკუმენტირებულია და ყველა შესაბამის უწყებას ყველა ინფორმაციაზე აქვთ  ხელმისაწვდომობა.  

ისინი ცდილობენ „ახალი კანონი“ გამჭვირვალობის საბურველში შეფუთონ, თითქოს რამეა დამალული არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ფინანსურ წყაროებში.  

  • გსმენიათ რაიმე რუსული დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობაზე?!
  • გსმენიათ რამე ქვეყანაში შემოსული რუსების კანონის შესახებ?! 

პასუხი ცალსახაა! არა, იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ რუსული გეგმით! 

ასე დაიწყო პუტინმა, ასე მოიქცა ლუკაშენკა!

რეალურად კი:

  • მათ უნდათ ევროპამ გვითხრას უარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე და ყველა ღონეს იყენებენ ამისთვის!
  • მათ უნდათ იარლიყები მოგვამაგრონ!
  • მათ უნდათ ჩვენსა და რიგით მოქალაქეებს შორის უნდობლობა გააჩინონ! 
  • მათ უნდათ ჩვენ შევწყვიტოთ მუშაობა!
  • მათ უნდათ თქვენმა შვილება აღარ მიიღონ ხარისხიანი განათლება!
  • მათ უნდათ თქვენ არ ისარგებლოთ უფასო მომსახურებებით, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით!

მალე დააინიცირებენ პროექტს რომ საქართველოს მოქალაქეებს შეგვეზღუდოს ევროპასა და ამერიკაში სიარული! აი ეს უნდათ მათ!

ეს არის იმ რეპრესიების ახალი ტალღაა, რაც დიდი ხნის წინ დაიწყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ.  

  • ჯერ ჩვენ დაგვარქმევენ აგენტებს!
  • მერე თქვენ აგიკრძალავენ  ჩვენამდე მოსვლას!
  • მერე ჩვენ ან დაგვიჭერენ ან გვაიძულებენ, რომ სხვა ქვეყნებში გადავიხვეწოთ! 

რატომ?  

პასუხი მარტივია, ჩვენ ვცდილობთ თქვენამდე მოვიტანოთ ყველა ის სიკეთე, რაც ცივილიზებულ სამყაროშია,  შეგახსენოთ თქვენი უფლებები, თუ დაგჭირდათ დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ.  ჩვენ ვცდილობთ თქვენ  გქონდეთ საარსებო წყარო, გქონდეთ ბიზნესი, როცა დაგჭირდებათ შეძლოთ მისვლა ექიმთან, ფსიქოლოგთან, იურისტთან. უფასოდ გაუშვათ თქვენი შვილები საზღვარგარეთ, ვეხმარებით მათ უკეთეს გარემოში ისწავლონ, ვახსენებთ მთავრობას თვითონ რომ იზრდიან ხელფასებს, თქვენც გაგიზარდონ ხელფასები და პენსიები. ვცდილობთ შევქმნათ, ან დაგეხმაროთ თქვენ შექმნათ სამუშო ადგილები. 

იცით 1 დასაქმებული ადამიანი საშუალოდ უზრუნველყოფს 2-3 პენსიონერის პენსიას.  ჩვენ ვიხდით საშემოსავლო გადასახადს და ამით თითოეული ჩვენგანი საშუალოდ 2-3 ადამიანს გაძლევთ საარსებო წყაროს.  

მათ უნდათ ეს ყველა სიკეთე შეწყდეს, შემდეგი ეტაპი ალბათ დასავლეთიდან გზავნილების აკრძალვა იქნება, რადგან საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, შვედეთი,  ამერიკა ესაა დასავლეთი, მერე თქვენს დედებს, მეუღლეებს, შვილებს აუკრძალავენ სამშობლოში ფულის გამოგზავნას.

რატომ არ იღებენ ისეთ კანონს, რომელიც მათ შემოსავალს გახდის უფრო გამჭვირვალეს?! ან მათ აუკრძალავს ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ძვირფასი საჩუქრების ჩუქებას? რატომ არ იღებენ კანონს, რომელიც მათ არ მისცემათ საშუალებას, თქვენს ხარჯზე დააგროვონ ქონება?!  ანდა დაგროვილი ქონების შესაბამისი გადასახადები გადაიხადონ… 

რატომ არ იღებენ კანონს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მტრის, რუსეთის აგენტების გამოვლენას, მათ ოფიციალურად აღრიცხვას?! 

პასუხი აქაც ცალსახაა, მათ არ სურთ თქვენი კეთილდღეობა! მათ უნდათ გაგვაფორმონ რუსეთის გუბერნიად!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრება წარმოადგენს ჩემს პირად პოზიციას და იგი შეიძლება არ ემთხვეოდეს ჩემი დამსაქმებლის მოსაზრებას.
დატოვეთ კომენტარი