გორის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში უცხოური დაფინანსებით არაერთი სკოლა აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, “მილენიუმის პროგრამის” ფარგლებში 12 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ერთი სკოლა კი ამერიკის საელჩოს დახმარებით რეაბილიტირდა.
“მილენიუმის პროგრამით 12 სკოლა რეაბილიტირდა, ხოლო ერთი სკოლა, საუბარია ქვეშის საჯარო სკოლაზე ამერიკის საელჩოს სამხედრო ინჟინერთა კორპუსის დაფინანსებით გაკეთდა. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ხელთუბნის, თორტიზის,ზერტის, ტყვიავის, შინდისის, სკრის, ფხვენისის, საქაშეთის. ხიდისთავის, ტინისხიდის, გორის მეორე, მეცხრე და მეხუთე სკოლები ჩართულები იყვნენ 2019 წელს სკოლების მოვლა-პატრონობის საპილოტე პროგრამაში, რომელსაც “ათწლეულების გამოწვევის ფონდი” ახორციელებდა.
ინფორმაციისთვის, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ სხვადასხვა პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანი ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იყო.