ახალი ამბები

ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდება

ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი მომავალ კვირას გამოცხადდება, –  ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.

“მომდევნო კვირაში გამოცხადდება ტენდერი და დასრულდება კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რაც შეეხება 2 კომპანიას, რომლებსაც გასულ წელს კულტურის სახლის რეაბილიტაცია უნდა შეესრულებინა, ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და გატარდა მათ წინააღმდეგ საჯარიმო ღონისძიებები”, – განმარტა პაპიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, გასულ წელს ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები “ინშაათ საქართველოს” უნდა შეესრულებინა, თუმცა მან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა, რის გამოც ხელშეკრულება შეუჩერდა.

დატოვეთ კომენტარი