ახალი ამბები

“სახლები და ეზოები გვეტობრება” – ქარელში ქვაფენილი არასწორად დააგეს 

ქარელში თამარ მეფის ქუჩაზე ახლად რეაბიტირებულ ქუჩაზე ქვაფენილი არასწორად დააგეს, რის გამოც ადგილობრივ მცხოვრებს ნინო ელიაშვილს საცხოვრებელი სახლი დაეტბორა. 

ამის შესახებ ნინო ელიაშვილი “მოზაიკას” ესაუბრა. 

“ეს პრობლემა დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალი ქვაფენილი დააგეს. ისეა დაგებული, რომ  წყალი რუისისკენ, რომ უნდა წავიდეს, სახლის მხარეს მოდის. ანალოგიური ვითარებაა ამ ქუჩაზე სხვებთანაც, წყალი მაღაზიებში შესდით. აქ მომშავე მუშების უფროსს ვუთხარი აღნიშნული პრობლემის შესახებ და ასეთი პასუხი გამცა, რომ აქ ეს ვითარება წინა წლებშიც იყოო. მოვითხოვ, მოვიდნენ და ახლიდან დააგონ ეს ქვაფენილი”, – გვითხრა ნინო ელიაშვილმა. 

ქარელის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულის შესახებ იციან და პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება. 

” სამუშაოები არ ჩაუტარებია მერიის კონტრაქტორ კომპანიას, თუმცა აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია გადაეცა სამუშაოების შემსრულებელს და მოახდენენ რეაგირებას“, – განაცხადეს ქარელის მერიაში.

დატოვეთ კომენტარი