შიდა ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1998 წელს და 1992 წელს დაბადებული პირები.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ს.-მ ცეცხლსასროლი პისტოლეტები გ.მ.-ზე უკანონოდ გაასაღა. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 13 პირი დააკავეს.
დატოვეთ კომენტარი