ახალი ამბები

ხაშურში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

14 თებერვალს, 13:00 საათზე ხაშურში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა. ინფორმაციას ხაშურის საკრებულოს წევრი ენმ-დან ავრცელებს.

ეკატერინე პაპუაშვილის თქმით, აქცია ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სკვერში გაიმართება.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია. გელოდებით ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ვინც თვლის რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის”, – წერს სოციალურ ქსელში პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის სხვადახვა ფორმებს მიმართეს. მათ შორის არის ქუჩის აქციები, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა ქალაქებში ეწყობა.

დატოვეთ კომენტარი