ხაშურის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკური მარილი დაყარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მერია ავრცელებს.
“ინტენსიური თოვის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, თოვლისგან იწმინდება, როგორც ქალაქის ტერიტორია, ასევე, სოფლებამდე მისასვლელი გზები. იყრება ტექნიკური მარილი, ხალხმრავალ ადგილებზე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამუშაოებს ა(ა)იპი ხაშურსერვისი“ ახორციელებს, სააგენტოს განმარტებით, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა საჭირო ლოკაციას მოიცავს.
დატოვეთ კომენტარი