გორში, რესტორანში “ვილა პარკი” ჩხუბი მოხდა. “მოზაიკას” ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად სტუმრები და რესტორნის მეპატრონე დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველების თქმით, რესტორნის მეპატრონემ ერთ-ერთი სტუმრის მისამართით დანის გამოყენება სცადა. ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცავები.
“მეპატრონე ვინც არის, იმის მანქანასთან ერთ-ერთი ბიჭი იღებდა ფოტოებს, გამოუვარდა ამ ბიჭს, დანა შემოუქნია, მერე სხვებიც ჩარეულან ჩხუბში. თავისი მეგობრები ახლდნენ ამ ბიჭს. მეპატრონეს დანა გაუვარდა ხელიდან და მერე იარაღიც გამოიტანა. ეს ბიჭები დაესივნენ და სცემეს”, – ამბობს თვითმხილველი.
არის თუ არა ვინმე დაკავებული აღნიშნულთან დაკავშირებით,”მოზაიკა” შსს-ში გარკვევას ცდილობს.
დატოვეთ კომენტარი