ხაშურში გენდერული სტატისტიკის წარმოება მოხდება, ამის შესახებ გენდერული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, როგორც ხაშურის საკრებულოს თავჯდომარე ნინო ლიპარტელიანი განმარტავს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, მერიას დაქვემდებარებულ ა(ა) იპ – ებში, მოხდება სტატისტიკის წარმოება.
“გენდერული საბჭოს ინიციატივაა, ის რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში,მერიას დაქვემდებარებულ ა(ა) იპ – ებში, მოხდეს სტატისტიკის შეგროვება და გაჩდეს ბაზა, სადაც იქნება ქალებისთვის პრიორიტეტული საკითხები ცალკე გამოყოფილი და მამაკაცების ცალკე. ასევე განვსაზღვრავთ, რომელმა სეგმენტმა რომელი სოციალური პროგრამით ისარგებლა უფრო ბევრჯერ. ყოველთვიურ რეჟიმში გვექნება ამ სტატისტიკის წარმოება და საბოლოოდ, ეს კარგ შედეგს მოგვცემს, დაეხმარება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს და სოციალურ სამსახურს”, – განმარტა ნინო ლიპარტელიანმა.