სტატიები

თენგიზ ჩიტიაშვილი “ყველაზე ღარიბი მერის” სტატუსს 2023 წელსაც ინარჩუნებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია წლის დასაწყისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონებრივი მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა.

ჩიტიაშვილის სახელზე კვლავ ერთი ავტომობილია რეგისტრირებული, რომელიც 2020 წელს 30 000 ლარად შეიძინა, აღსანიშნავია რომ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციაში ასახული აქვს 2000 წელს გამოშვებული ავტომობილი “BMW” 528i, ხოლო მიმდინარე წელს toyota camry 2015.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს, დეკლარაციის მიხედვით, ჩიტიაშვილი არც ერთ მათგანს არ ფლობს. თბილისში არსებულ, 90 000 ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლი მისი მეუღლის, ნინო კაპანაძის სახელზეა რეგისტრირებული, შეძენის ფორმად კი ჩუქებაა მითითებული.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, ჩიტიაშვილს დანაზოგის სახით 900 ლარი უფიქსირდება, ხოლო ხელფასიდან მიღებული შემოსავალი ერთ წელში 48 867 ლარია.

ინფორმაციისთვის, დეკლარაციის მიხედვით, ყველაზე ღარიბი მერი ხაშურს ჰყავს. გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მერებიდან, თენგიზ ჩიტიაშვილი ერთადერთია, რომელსაც საკუთარ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.