გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 -25 წლის ახალზარდებს დებატების პრაქტიკის შესწავლის შესაძლებლობა ეძლევათ, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის მიზანია, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახლგაზრდებში ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციიო უნარების განვითარება და დებატის კულტურაში დახელოვნება. პროექტს ორგანიზაცია “გორის ახალგაზრდული ცენტრი” გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.
პროექტი ორ თვეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 60 ახალგაზრდას შეუძლია.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ბმულზე მითითებული ელექტრონული ფორმა – shorturl.at/gjM78
დებატებში რეგისტრაციის ბოლო ვადა – 19 თებერვალი.
პროექტი ხორციელდება პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ დახმარებით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ღონისძიების რეგიონალური პარტნიორია “გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი”.