გორის მუნიციპლიტეტის სოფელ ნაწრეტში ერთ ღამეში რამდენიმე მანქანა გაქურდეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნივთები 5 მანქანიდან არის მოპარული.
ქურდობის ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელიც, თუმცა ამბობს, რომ მას ინფორმაცია მხოლოდ ერთ-ერთი მანქანიდან აკუმულატორის წაღების შესახებ აქვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზარალებულებმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა შსს-ს პიარი ამ დრომდე არკვევს, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
დატოვეთ კომენტარი