ახალი ამბები

დეპუტატი ხშირად ხვდება ხალხს, თუმცა ნაწილი მაინც უკმაყოფილოა – ზაალ დუგლაძის ბიური

დეპუტატი ხშირად ხვდება ხალხს, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი მაინც უკმაყოფილოა, – ამბობს ზაალ დუგლაძის ქარელის ბიურის ხელმძღვანელი ეკატერინე დუგლაძე. 

მისი თქმით, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივების პრობლემები იცის. 

“მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი ხშირად ხვდება მოსახლეობას და მათ პრობლემებიც იცის, ნაწილი მოსახლეობიდან მოდის უკმაყოფილება. მინდა განვმარტო,რომ დეპუტატი ეწევა საკანონმდებლო საქმიანობას, მიმდინარე წელს მაჟორიტარი პარლამენტში 150-ზე მეტ სხდომას დაესწრო. იგი არის აგრარული კომისიის წევრი და რამდენიმე ინიციატივის ავტორი”, – განაცხადა დუგლაძემ. 

დატოვეთ კომენტარი