ახალი ამბები

კასპის საყმაწვილო თეატრის დასი საბერძნეთში მიიწვიეს

კასპის მუნიციპალიტეტის საყმაწვილო თეატრის დასი საბერძნეთში მიიწვიეს. დასი სპექტაკლს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით წარადგენს.

სამხატვრო ხელმძღვანელის ეკატერინე ქვრივიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც დასმა ჩვენება ადგილობრივი მაყურებლისთვის მოაწყო და ვიდეოები სოციალურ ქსელში განათავსა, საბერძნეთში ემიგრანტების დაინტერესება გამოიწვია.

“ზაფხულში დასი გაემგზავრება საბერძნეთში, სადაც ითამაშებს სპექტაკლს ვაჟას ნაწარმოებების მოტივებზე. ჩვენ საბერძნეთიდან დაგვიკავშირდნენ და დაგვპატიჟეს, ეს ამ ახალგაზრდებისთვის უდიდესი ნახტომია”, – ამბობს ქვრივიშვილი.

ქვრივიშვილის თქმით, დასი გასვლით სპექტაკლებს გეგმავს, შემოსული თანხა კი, მათ გასტროლზე წასვლას მოხმარდება.

“ჩვენ ვგეგმავთ შიდა ტურნეებს, თუ ხელშეწყობა გვექნება. ჩვენებები გვინდა გავმართოთ და შემოსული თანხა გასტროლისთვის გამოვიყენოთ. იქ მივდივართ ჩვენი სახსრებით და რა თქმა უნდა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირბული”, – აღნიშნავს ის.

საყმაწვილო თეატრი “ფარდის მიღმა” საბერძნეთი ზაფხულში გაემგზავრება.

დატოვეთ კომენტარი