ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტყემლოვანასა და სათერძეში მოსახლეობა მინი ჰესების მოწყობას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც ზღუდრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შედგა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში გამოყოფლი თანხით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პროექტები:
- გვრძინეთი-შიდა გზების მოწესრიგება-10 ათასი ლარი;
- ტყემლოვანა – მინი ჰესის მოწყობა (ელექტრო ენერგიის მიმღები მინი სადგურის მოწყობა) – 10 ათასი ლარი;
- სათერძე – მინი ჰესის მოწყობა (ელექტრო ენერგიის მიმღები მინი სადგურის მოწყობა) – 10 ათასი ლარი.
- ელბაქიაანთ კარი – ხიდის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქცია – 10 ათასი ლარი;
- ორთუბანი – გარე განათების მოწყობა -10 ათასი ლარი;
- წითელი სოფელი – ჭის მოწყობა- 10 ათასი ლარი;
- იმერხევი – შიდა გზების მოწესრიგება- 10 ათასი ლარი;
- ზღუდერი – შიდა გზების მოწესრიგება-12 ათასი ლარი;
- სუქანაანთ უბანი -გარე განათების მოწყობა- 10 ათასი ლარი;
- ყინწვისი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია -12 ათასი ლარი.
დატოვეთ კომენტარი