შიდა ქართლის მუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენოს ინფორმაციით, 22-23 იანვარს შეყვანილი ძაღლებიდან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“მშვიდობის გამზირიდან, შემოყვანილი იქნა სავარაუდოთ ინტოქსიკაციის ნიშნებით ორი ძაღლი, რომლებსაც ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა, სამწუხაროდ ერთი ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას მიმკედლებელთან აგრძელებს”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების მოწავმლასთან დაკავშირებით სააგენტო უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
“კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება უკავშირდება მიზანმიმართულ ბრძოლას, რაც მიზნად ისახავს სააგენტოს ხელმძღვანელის და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.