ახალი ამბები

ოქრო და ბრინჯაო – გორელმა მოჭიდავეებმა ნიცაში წარმატებით იასპარეზეს 

1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ნიცაში გამართული ანრი დეგლანის სახელობის საფრანგეთის გრან პრი, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

  • გრან პრის გამარჯვებული გახდა მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლა);
  • ბრინჯაოს მედალი აიღო გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა). 

საერთი ჯამში, საქართველოს ნაკრებმა, გრან პრი 6 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები