მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულთა პროცესი კიდევ 2 თვით გადაიდო. სასამართლო დღეს, 23 იანვარს უნდა ჩატარებულიყო.
დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავს. მისი განმარტებით, პროცესი მარტის ბოლომდე გადაიდო.
“გადაიდო მარტის ბოლომდე, ჯერჯერბით სხვა არაფერია ცნობილი”, – განაცხადა გიგა ჯეირანაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ცხამუხის დედათა მონასტრის 70 წლის მონაზონზე ძალადობისთვის ორი პირი გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მათ გაუპატიურება და დაყაჩაღება ედებათ ბრალად. ისინი ბრალს არ აღიარებნენ.
დატოვეთ კომენტარი