გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულად დახმარებების გაცემას 2023 წელსაც აგრძელებს, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყბის ცნობით, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები:
ონკოლოგიური პაციენტების დახმარება
სამედიცინო კვლევა – წლის ლიმიტი – 500 ლარი;
სტაციონარული მკურნალობა- წლის ლიმიტი – 500 ლარი;
ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფა- წლის ლიმიტი – 500 ლარი.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 – ის ჩათვლით)
სამედიცინო კვლევა- წლის ლიმიტი – 500 ლარი;
სტაციონარული მკურნალობა – წლის ლიმიტი – 500 ლარი.
უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ:
ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 – ის ჩათვლით);
შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 – ის ჩათვლით);
ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 – ის ჩათვლით);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 – ის ჩათვლით);
თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42* (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 – ის ჩათვლით) – წლის ლიმიტი – 300 ლარი;
სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარება
იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები;
ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები;
დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალაქეები;
არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები;
კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), დაავადების მქონე ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები;
ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები- წლის ლიმიტი – 500 ლარი;
აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარება, წლის ლიმიტი – 2000 ლარი.
სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე. (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით;). 300 ლარი;
ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება 350 ლარი;
ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება (არაერთჯერადი)1500 ლარი.