ბებნისის სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები პროგრამირების საწყისებს შეისწავლიან, -აღნიშნულის შესახებ “მოზაიკასთან” სკოლის დირექტორმა, ჯუნა ცხოვრებაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 40 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს.
“ბებნისის სკოლა ერთ-ერთია, იმ 61 საჯარო სკოლიდან, სადაც მოსწავლეები პროგრამირების საწყისებს შეისწავლიან. აღნიშნული პროგრამით, ბებნისის სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ისარგებლებენ”, – ამბობს დირექტორი.
ინფორმაციისთვის, „გამარჯობა რუბის“ წიგნებით დღემდე, 21 სკოლის დაწყებითი კლასის 3250 მოსწავლე სწავლობდა, მომავალში კი ჯამში, 61 სკოლის მოსწავლე ისწავლის.