ახალი ამბები

ეტლით მოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ვაშინგტონში მიმდინარე შეჯიბრზე ვერცხლის მედალი ქარელელმა ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. 

მან ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაჯმა 15:14 დაამარცხა. ფინალურ ბრძოლაში კი, პოლონელ კინგა დროჟს მოუგო ანგარიშით 15:9 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ინფორმაციისთვის, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი 2022 წელს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები