ახალი ამბები

“შეაკეთონ, სანამ ვინმე გადავარდება” – ქვენატკოცაში ხიდის მოაჯირის აღდგენას ითხოვენ

ქვენატკოცაში იმ ხიდის მოაჯირის აღგენას ითხოვენ, რომელიც ახალი წლის საღამოს მომხდარი ავარიის დროს დაზიანდა. 

კერძოდ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 1-ელ იანვარს, ხიდიდან მანქანა გადავარდა. 

“მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. საბედნიეროდ გადარჩა, არ დაზიანებულა”, – გვითხრეს სოფელში. 

ადგილობრივები დაზიანებული მოაჯირის აღდგენას ითხოვენ. 

“აუცილებელი ხომ არ არის, კიდე ვინმე რომ დაშავდეს და შემდეგ გააკეთონ?! ხიდზე ყოველდღიურად დადის ტრანსპორტი და საჭიროა მოაჯირის დროულად აღდგენა”, – ამბობს თამარ მაისურაძე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი