ახალი ამბები

ქარელის მერია 8 სოფელში გზებს მოაწესრიგებს – უწყებამ 5 მილიონამდე ლარი გამოყო

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 8 სოფელში გზების მოწესრიგებას გეგმავს. რუისში,  ქვენატკოცაში, აგარაში, დირბში, ხვედურეთში, ქობესაანთუბანში, საციხურსა და ძლევიჯვარში გზებს მოაწესრიგებისთვის უწყებამ 4 817 390 ლარი გამოყო. 

მერიამ უკვე განსაზღვრა, ამ სოფლებშის გზების რომელ მონაკვეთებს მოაპირკეთებს. 

  • სოფელ ქვენატკოცაში გზების მოასფალტებისთვის 931 528 ლარი დაიხარჯება;
  • საციხური აბანო კოდის გზის რეაბილიტაციას 422 140 00 ლარი მომხარდება;
  • აგარაში გზის მოასფალტებისთვის 1 021 026 00 ლარია გამოყოფილი;
  • სოფელ ძლევიჯვარში გზის მოასფალტების სამუშაოებისთვის 958 753 00 ლარია გათვალისწინებული;
  • სოფელ რუისში გზის მოასფალტებას 448 090 00 ლარი მომხმარდება;
  • სოფელ ქობესაანთუბანში გზის მოასფალტებაზე  494 910 ლარი დაიხარჯება;
  • სოფელ ბებნისის ტბის გვერდით გზის მოასფალტებისთვის 342 770 ლარია გამყოფილი;
  • ქვემო ხვედურეთში შიდა გზის მოასფალტებისთვის 240 070  ლარია გათვალისწინებული;
  • სოფელ დირბში შიდა გზის მოასფალტების სამუშაოეს 295 880 ლარი მოხმარდება;

სოფლებში გზების მოწესრიგებისთვის, ქარელის მერიამ ტენდერი უკვე გამაცხადა.

დატოვეთ კომენტარი