ახალი ამბები

“შესაძლოა, ვიღაცა დაიქირავეს” – დავით რაზმაძე ენმ-ს ოფისის დაზიანებას გამოეხმაურა 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ენმ-ს ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. 

რაზმაძის თქმით, ის გამორიცხავს, რომ თავდასხმის უკან მმართველი პარტია დგას. ის ფიქრობს, რომ ოფისზე თავდახმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული შიდა დაპირისიპირებას უკავშირდება. 

“გამოვრიცხავ, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ერიოს, იმიტომ რომ არანიარი მიზეზი არ აქვს. ვფიქრობ, ეს არის პარტიაში შიდა დაპირისპირების ბრალი. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მტკიცებას ვერ დავიწყებ, რადგან მეც იუირისტი ვარ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. შეიძლება ვიღაცა დაიქირავეს. “ქართული ოცნება” და საქართველოს ხელისუფლება მოწადინებულია, რომ დიდხანს იცოცხლოს მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის შიდა დაპირისპირებებს არ შეეწიროს, ამასთანავე მათი ოფისებიც ხელშეუხებელი იყოს”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.