საახალწლოდ, გორის სპორტის ა(ა)იპ-მა 24 000 ლარი თანამშრომელთა ჯილდოებზე გასცა.
სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი პურიჭამიაშვილის ინფორმაციით, ჯილდო დაერიცხა იმ თანამშრომლებს, ვინც წლის განმავლობაში ბეჯითად მუშაობდა.
“იყო რაღაც თანხა მორჩენილი, ჯილდოები გაიცა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის საქმეს. ჯილდოებზე გაცემულმა თანხამ დაახლოებით შეადგინა 24 000 ლარი”, – განაცხადა გიორგი პურიჭამიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჯილდო დარიცხა კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყველა თანამშრომელს.
დატოვეთ კომენტარი