გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს საახალწლოდ ჯილდოები არ მიუღიათ. სააგენტოში ამბობენ, რომ ჯილდოებისთვის თანხა ვერ გამოინახა.
“დაგვპირდნენ, რომ საახალწლოდ პრემიებს დაგვირიცხავდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა არ შეასრულეს. ყველა რეგიონში ჩაერიცხათ ბაღის თანამშრომლებს ჯილდო, ჩვენ ვართ მარტო გამონაკლისები”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯილდოების გაცემა სურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა.
” ჩვენთან ჯილდოები არ გაცემულა, არც პრემიის სახით და არც დანამატის. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. იყო დაგეგმილი, მაგრამ რაღაც ვერ მოხერხდა, არც სააგენტოში და არც ბაღებში”, – განაცხადეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, საახალწლოდ ჯილდოები გაიცა გორის კულტურისა და სპორტის სააგენტოებში. რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს, ფულადი ჯილდოები დაერიცხათ ხაშურისა და ქარელის საბავშვო ბაღების თანამშრომლებსაც.