“ბაღის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ სააღმზრდელო პროცესი ორ დღეში განახლდება”, – ამბობენ N1 ბაღის აღსაზრდელთა მშობლები, რომლებსაც10 იანვარს 15:00 საათზე აქცია ჰქონდათ დაგეგმილი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობასთან.
“ალბათ გაიგეს ჩვენი გეგმის შესახებ და დროული რეაგირება მოახდინეს”, – ამბობე მშობლები.
მშობლები “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, რომ თუ გათბობის სისტემას არ შეაკეთებენ და ბაღში სააღმზდელო პროცესი არ განახლდება, აქციას კვლავ დაგეგმავენ.
“მშობლებს გვითხრეს რომ სამშაბათს გააკეთებენ გათბობას და ოთხშაბათიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება. ჩვენ აქცია გადავდეთ, მაგრამ თუ დაპირება არ შესრულდა, რა თქმა უნდა არ გავჩერდებით”, – განმარტავენ მშობლები.
ინფორმაციისთვის, გორის N1 საბავშვო ბაღი გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო დაიკეტა. “მოზაიკასთან” საუბარში მშობლები აღნიშნავდნენ, რომ გათბობის სისტემა გასულ თვეში დაზიანდა, აღდგენის შესახებ კი, ინფორმაციას ვერ იღებდნენ.