გორელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატი, რომელიც ბათუმში გაიმართა პეტრიაშვილმა 125 კგ-ში იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში, თბილისელი სოლომონ მანაშვილი 10:0 დაამარცხა.
“საქართველოს ჩემპიონატზე გორიდან ნუგზარ სხირელის ჭიდაობის სკოლის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. მათ მიერ შეჯიბრებაზე 8 მედალია მოპოვებული”, – ნათქვამია სპორტის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორი გიორგი გეგელაშვილი გახდა. ბრინჯაოს მედლები აიღეს, გოდერძი ძებისაშვილმა, დავით ფაცინაშვილმა, დიმიტრი ჯიოევმა, თემურ ბერუაშვილმა, მერაბ სულეიმანიშვილმა და ლუკა ჯანეზაშვილმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ შედეგით გორელები გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესონი იყვნენ და შესაბამისად, გუნდური გამარჯვებაც იზეიმეს.