ახალი ამბები

ბებნისში, ტბის მიმდებარედ გზა მოწესრიგდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, ტბის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

სამუშაოებისთვის უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მერია გზის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან 342 770 ლარის დახარჯვას აპირებს. 

წინადადებების მიღება 24 იანვარს უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი