ხმაური იყო წუხელ გვიან ღამით გორში, ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც ახალგორში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.
მათი თქმით, მცირეწლოვანი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდა. ბავშვს ვირუსი ჰქონდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, რის გამოც ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო, ოჯახი კი გაკვეთის წინააღმდეგი იყო.
დატოვეთ კომენტარი