ახალი ამბები

გორის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასებზე თვეში 11 616 ლარი დაიხარჯება

იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაზრდილ ხელფასს აიღებენ. 

შესაბამისი დადგენილება საკრებულომ 2022 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცა. 

დადგენილების მიხედვით, ხელფასები გაეზარდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • მერი – 6050 ლარი;
  • პირველი მოადგილე – 4840 ლარი;
  • მეორე მოადგილე – 4235 ლარი;
  • საკრებულოს თავმჯდომარე – 5566 ლარი;
  • პირველი მოადგილე – 4356 ლარი;
  • მეორე მოადგილე- 3509 ლარი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.