გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ ბავშვებისთვის ტკბილეული შეიძინა.
სააგენტომ 1800 ცალი ტკბილელულის პაკეტი საახალწლო ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში იყიდა, რომლებსაც წარმოდგენის შემდეგ, ბავშვებს დაურიგებენ. სააგენტომ ტკბილელის შესაძენად ხელშეკრულება შპს – ს “ბეღელი” გაუფორმა და 14 418 ლარი გადაუხადა.
საბავშვო ღონისძიება კულტურის ცენტრში 3,4 და 5 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი