ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება, ქარელის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ.
დადგენილების მიხედვით, თანამდებობრივი სარგოები ასე გადაწილდა:
- ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობრივი სარგო – 4961 ლარი;
- საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილ -3751 ლარი;
- საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეები- 3267 ლარი;
- საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები -2662 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები- 2420 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე- 1936 ლარი;
- საკრებულოს აპარატის უფროსი -1760 ლარი;
- უფროსი სპეციალისტი- 1100 ლარი.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით იზრდება.
დატოვეთ კომენტარი