შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და ქარელის მუნიციპაკიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, განვლილი ერთი წლის განმავლობაში სამსახურეობრივი საქმიანობის სანიმუშო შესრულებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 7 საჯარო მოხელე დააჯილდოვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მერია ავრცელებს.
გთავაზობთ დაჯილდოებული თანამშრომლების ჩამონათვალს:
- საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნელი ლომიტაშვილი;
- საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ლელა რამიშვილი;
- იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ეგნატაშვილი;
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ვაჟა აბესაძე;
- ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ოთარ ოქროშიაშვილი;
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი შორენა ზებედაშვილი;
- განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დალი ჟივიძე.
დატოვეთ კომენტარი