ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზო საახალწლოდ მორთეს.
“ჩვენი სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით ტრადიციულად მოირთო სკოლის ეზოში მდებარე ახლადდარგული ნაძვის ხეები აქტივობაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კლასის მოსწავლემ, მასწავლებელმა და მშობელმა”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, წინასაახალწლო აქტივობა სკოლაში კამპანიის “ნუ მოჭრი, მორთე” ფარგლებში ჩატარდა.
“აქტივობა ჩატარდა გარემოსდაცვითი მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს მცენარეული საფარის, განსაკუთრებით კი წიწვოვან მცენარეთა დაცვას და გაფრთხილებას”.
დატოვეთ კომენტარი