გორელ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გუნდებს 2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები გადაეცათ. სპორტსმენები 13 სახეობაში დასახელდნენ, მათ შორის დაჯილდოვდა 9 ქალი სპორტმენი.
თავისუფალი ჭიდაობა
- მარინა სატკოევი – საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მწ. არკადი ხინჩიკაშვლი;
- ანნა გოდელაშვილი – ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე საქართველოს ჩემპიონი 15 წლამდელთა შორის. მწ. გიორგი გოგშელიძე.
ძიუდო
- ეთერ ასკილაშვილი – საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მწ. მარიამ მახარაშვილი;
- თაკო გიგოლაევი – საქართველოს ჩემპიონი გოგონათა შორის. მწ. მალხაზ ავაზნელი.
კრივი
- თამარ ნაზარაშვილი – საქართველოს ჩემპიონი დიდებს შორის, მწ. ვაჟა ცაციაშვილი;
- თეკლა არბოლაშვილი – საქართველოს ჩემპიონი 15 წლამდელთა შორის. მწ. ბადრი ყულუმბეგაშვილი.
კალათბურთი
- ნატალი ჩუტკერაშვილი – კალათბურთის 18 წლამდელთა ნაკრების წევრი. ევროპის C დივიზიონის გამარჯვებული, მწ. ვერა შავშიშვილი;
ხელბურთი
- ლიზი ედიშერაშვილი – ხელბურთის ეროვნული ნაკრების წევრი. მწ. ლაშა მოციქულაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კალათბურთის მწრვთნელი, ვერა შავშიშვილი “საუკეთესო ქალ მწვრთნელად” დასახელდა.
დატოვეთ კომენტარი