ხაშურის საკრებულოს თანხმობით, მერიამ საპატრიარქოს ფართი უსასყიდლოდ გადასცა. საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელიც თავდადებულის ქუჩაზე მდებარეობს.
“მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ ეკლესია აეშენებინათ აღნიშნულ ადგილზე. ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება ფართი უსასყიდლოდ გადაგვეცა საპატრიარქოსთვის”, – განმარტა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.
დატოვეთ კომენტარი