ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი 9 თანამშრომელს დააჯილდოვებს.
როგორც ხაშურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო სუხიაშვილი ამბობს თანამშრომლები უკვე შერჩეული ჰყავთ.
“8 მერიიდან და 1 ა(ა) იპიდან შერჩეული. აღნიშნული პიროვნებები შეირჩნენ იმ საქმიანობის მიხედვით, რასაც ეწეოდნენ გასული წლის განმავლობაში, ვინაობას ჯერ არ ვასაჯაროვებთ. დაჯილდოვება ახალწლამდე მოხდება”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, წარმატებულ თანამშრომლებს დააჯილდოებენ გორისა და ქარელის მერიებიც.
დატოვეთ კომენტარი