ხაშურის და ქარელელის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაალ დუგლაძემ საზოგადოებას 2 წლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა.
მან მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაშურში საზოგადეობრივი ტრანსპორტის შემოყვანას ეცდებიან.
“ჩვენ გვინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში იაროს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ეს ავტობუსები ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ შევეცდებით, რომ ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, შემოვიყვანოთ ეს ტრანსპორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა ზაალ დუგლაძემ.
დატოვეთ კომენტარი