ხაშურის მერიამ სოციალურად დაუცველებისთის პროდუქტი ტენდერით ვერ შეიძინა, რის გამოც გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ივერიას”, რომელმაც პროდუქტების მიწოდება უწყებას 26 640 ლარად შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ შპს -ს “ივერიას” დირექტორს, ვალერი გელაშვილს სხვადასხვა წლებში პარტიისთვის “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” 150 000 ლარის ოდენობით თანხა აქვს შეწირული.
საახალწლოდ კი, სოციალურად დაუცელი 370 ოჯახისთვის მერია საკვებ პროდუქტებს სწორედ ამ კომპანიისგან შეიძენს.
პროდუქტებში შედის შაქარი, ზეთი, კვერცხი, შოკოლადი, შედედებული რძე. ატვირთული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ პროდუქტების ნაწილი რუსული წარმოებისაა.
უწყებას პროდუქტების შესაძენად ტენდერი ერთი თვის წინ ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ ტენდერი არ შედგა, რის გამოც გამარტივებული შესყიდვის გზით მოუწიათ პროდუქტების შეძენა.