ახალი ამბები

გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა 

გორში წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოეს. ღონისძიება ერისათვის თეატრში გაიმართა, სადაც ჯილდო 98 სპორტცმენს გადაეცა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელები. 

დაჯილდოების ერთ-ერთ ნომინაციაში “წლის საუკეთესო გუნდი” გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი დასახელდა. 

ინფორმაციისთვის, გორის ამპუტანტ-ფეხბურთელთა კლუბი „დილა“ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.