“ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, -ესაა გორის მერიის პროექტი, რომელსაც მერია და სადღესასწაულო ცენტრი „დისნეისთან” ერთად ახორციელებს.
“თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები სოფლებისკენ მოემართებიან. საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად სპეციალურად მორთული მანქანა უკვე გზაშია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტკბილეულითა და საჩუქრებით დატვირთული მანქანა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შემდეგი განრიგით ივლის:
23 დეკემბერი – კარალეთი, ტყვიავი;
24 დეკემბერი – ძევერა, შერთული;
25 დეკემბერი – ფლავი, მარანა, ფლავისმანი;
26 დეკემბერი – არბო, დიცი, ქორდი;
27 დეკემბერი – ბერბუკი, რეხა;
28 დეკემბერი – თორტიზა, სვენეთი;
29 დეკემბერი – ხელთუბანი, ახრისი;
30 დეკემბერი – მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი;
31 დეკემბერი – ახალშენი, ბერშუეთი;
4 იანვარი – ზემო სობისი, ზეღდულეთი;
5 იანვარი – კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი;
6 იანვარი – დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი;
7 იანვარი – ელექტროფიკაცია, სკრა;
8 იანვარი – ხიდისთავი, ატენი;
9 იანვარი – უფლისციხე, ქვახვრელი;
10 იანვარი – შავშვები, ხურვალეთი;
11 იანვარი – ნადარბაზევი, ნაწრეტი;
12 იანვარი – წითელუბანი, ქვემო შავშვები;
13 იანვარი – ორთაშენი, თედოწმინდა;
14 იანვარი – ვარიანი, საქაშეთი, შინდისი.