გორის სკვერებში სამეთვალყურეო ვიდეო-კამერები განთავსდება, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორი მერიიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ვიდეო-კამერები სკვერებში უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდება.
მერიამ კამერების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა, რისთვისაც 140 945 ლარი გაითვალისწინა.
გორის მერია ვიდეო-კამერებს ყიდულობს
დატოვეთ კომენტარი