ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ლელა რამიშვილი დაინიშნა. ის აღნიშნულ სამსახურში საქმის წარმოების განყოფილიების უფროსად მუშაობს.
როგორც მერიაში განმარტავენ, სანამ კონკურსის წესით ახალი უფროსის შერჩევა მოხდება, კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამსახურს ლელა რამიშვილი უხელმძღვანელებს.
ინფორმაციისთვის, ადმინისტაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ელგუჯა ხაბალაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.
დატოვეთ კომენტარი