ახალი ამბები

ქარელის მერია წარჩინებულ თანამშრომლებს 27 დეკემბერს დააჯილდოებს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი 7 წარჩინებული თანამშრიმლის დაჯილდოვებას 27 დეკემბერს აპირებს.

როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ამობობს,  უკვე შეირჩა ის 7 წარჩინებული თანამშრომელი, რომლებსაც 27 დეკემბერს დააჯილდოებენ. 

“მერიის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან, თანამშრომლების შერჩევა სამსახურის უფროსებს დაევალათ, ისინი მათ შეარჩიეს”, – გვითხრა ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ქარელის მერიამ წარჩინებილი თანამშრომლების ჯილდოები პს -ს “დაზგა”  დაამზადებინა, რაშიც 840 ლარი გადაიხადა.

დატოვეთ კომენტარი