ახალი ამბები

ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე 6 ხიდი უკვე აშენდა

ზემო ოსიაური -ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე 6 ხიდი უკვე აშენდა, – ინფორმაციას რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები 5 გვირაბსა და 9 ხიდზე მიმდინარეობს. 

“მათ შორის, პროექტის ფარგლებში, ყველაზე გრძელ, 648 მ. სიგრძის მქონე ხიდზე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 6 ხიდი უკვე აშენებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.

“ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება”, – აღნიშნავს სამინისტრო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები